22 ოქტომბრის შემდეგ პირველად, კიმ ჩენ ინი საზოგადოების წინაშე გამოჩნდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი უძღვებოდა ლეიბორისტული პარტიის პოლიტბიუროს სხდომას, რაც მისი პირველი გამოჩენაა საზოგადოებაში ბოლო 25 დღის განმავლობაში. ამის შესახებ სამხრეთ კორეის სააგენტო Yonhap იუწყება.

კვირას გაფართოებულ პოლიტბიუროს სხდომაზე, კიმ ჩენ ინმა განიხილა COVID-19 და სახელმწიფო ანტიეპიდემიური სიტუაცია და განმარტა პარტიის, სამხედრო და ეკონომიკური სფეროების ამოცანები ეპიდემიის საწინააღმდეგო ფრონტის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ასევე ხაზი გაუსვა მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნების, მყარი ბლოკირებისა და ანტიეპიდემიური მუშაობის კიდევ უფრო გააქტიურების აუცილებლობას, პასუხისმგებლობაზე სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე და ხალხის კეთილდღეობაზე.

ეს არის ჩრდილოეთ კორეის ლიდერის პირველი გამოჩენა საზოგადოებაში 22 ოქტომბრის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად