22 ოქტომბერს, შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების დეტალურად განხილავა მოეწყობა

22 ოქტომბერს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასი” უმასპინძლებს
სამუშაო შეხვედრას, სადაც ინიციატორები და დაინტერესებული მხარეები
საქართველოს შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს დეტალურად განხილავენ.

შეხვედრა იქნება პირველი იმ საჯარო განხილვების ციკლიდან, რომელიც გაიმართება მომდვნო რამოდენიმე კვირის განმავლობაში და მასში ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის პროფკავშირები და ბიზნესასოციაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

შეხვედრების მიზანია მხარეებმა სამუშაო გარემოში მოახერხონ ცვლილებებთან დაკავშირებული მოზასრებების გაჟღერება და მაქსიმალურად მოხდეს მათი პოზიციების დაახლოება.

22 ოქტომბრის შეხვედრა წარიმართება მრგვალი მაგიდის ფორმატში და დაეთმობა სამუშაო და დასვენების დროის რეგულირების საკითხის განხილვას.

როგორც ცნობილია, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შრომითი უფლებების დაცვის ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური  მექანიზმების შექმნას გულისხმობს.

საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შრომის კოდექსი გაუმჯობესდება და დაიხვეწება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: დისკრიმინაციის ნიშნების ჩამონათვალის გაფართოება და დაზუსტება; ნორმირებული და ზეგანაკვეთური შრომის ცნებების
დადგენა; შვებულების, დასვენებისა და შესვენების სტანდარტების დადგენა; დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის კონსულტაციების გამართვისამართლებრივი რეგულაცია, სტაჟირების მექანიზმის შემოტანა შრომით ურთიერთობებში და სხვა. ასევე, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი
ითვალისწინებს შრომის კოდექსის მოთხოვნების აღსრულების ეფექტურ მექანიზმებს და შრომის ინსპექციის სამართლებრივი ინსტიტუტის შექმნას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად