22 ოქტომბერს დაგეგმილი თბილისიმარათონი -2017 აღარ გაიმართება.

22 ოქტომბერს დაგეგმილი თბილისიმარათონი-2017 აღარ გაიმართება.
 

 

დღეს 2017 წლის 16 ოქტომბერს, პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ თბილისიმარათონი-2017 აღარ გაიმართება! 

თბილისის მერიის განცხადებით: “თბილისის ქუჩებში არსებული სარემონტო სამუშაოების გამო ცენტრალური ქუჩების გადაკეტვა თბილისიმარათონისთვის გამოიწვევს სატრანსპორტო მოძრაობის პარალიზებას და თბილისელების გულის წყვეტას”. 
თბილისის მერიის მხრიდან შემოთავაზება იყო გარბენი დაიწებულიყო დილით 07:00-ზე ან მომხდარიყო ღონისძიების ლოკაციის შეცვლა. უნდა აღინიშნოს, რომ ჰაიდელბერგცემენტის მიერ თბილისიმარათონის-2017-ის თარიღის (2017 წლის 22 ოქტომბრის) და მარშრუტის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიას პირველად ეცნობა 2016 წლის ნოემბრის თვეში (ხოლო შემდგომში 2017 წლის თებერვალი, აპრილში,სექტემბერში). 
მერიის მიერ შემოთავაზებული გეგმით თბილისიმარათონი 2017-ის ჩატარება შეუძლებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

(1) ◾ღონისძიების დილის 7 საათზე დაწყება –
მორბენლები მარათონის დაწყებამდე დაახლოებით 2 საათით ადრე მოდიან ღონისძიებაზე რეგისტრაციის გავლის, სანომრე ნიშნების მიღების და ხელბარგის დასაწყობების მიზენით, დილის 5 საათზე ღონისძიების დაწყება ფიზიკურად შეუძლებელია და არ აკმაყოფილებს არც ერთ საერთაშორისო სტანდარტს. 
(2)◾ღონისძიების ლოკაციის შეცვლა –
თბილისიმარათონი 2015 წლიდან მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMS) წევრია და შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, Mika Timing-ის „Official Timekeeping and Data Processing” ავტომატური სისტემით ხორციელდება. სარბენი მარშრუტი 2016 წელს აიზომა AIMS-ის მიერ. იმის გამო რომ ღონისძიებამდე სულ რამოდენიმე დღე რჩება შეუძლებელია ლოკალიის შეცვლა, სარბენი ტრასის გაზომვა და ტექნიკის გადაწყობა საჭიროებს სულ მცირე 2-თვიან წინასწარ პროცედურას. 

მიუხედავად იმისა რომ ღონისძიების გაუქმება მოხდა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ჰაიდელბერგცემენტი და თბილისიმარათონის საორგანიზაციო ჯგუფი ბოდიშს უხდის ყველა მონაწილეს, სპონსორს,მხარდამჭერს და ბენეფიციარს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად