22 მილიარდ დოლარიანი ინექცია ჩინური ეკონომიკის გადასარჩენად

ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის ფინანსურ სისტემაში 22 მილიარდი დოლარი (140 მილიარდი იუანი) ჩაუშვა.

ფული ფინანსურ ორგანიზაციებზე მოკლევადიანი კრედიტის სახით გაიცემა. სესხის საპროცენტო განაკვეთი 2,3% იქნება. არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით 1-წლიანი კრედიტების საპროცენო განაკვეთი 0,25 პროცენტით, 4,6 %-მდე შემცირდა. 0,25 პროცენტით ანუ 1,75 პროცენტამდე შემცირდა სადეპოზიტო განაკვეთებიც.

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა, ეს გადაწყვეტილება ორშაბათს, აზიის საფონდო ბირჟების მკვეთრი ვარნის შემდეგ მიიღო. 26 აგვისტოს ჩინეთის მთავარი ინდექსი, Shanghai Composite 1,3 %-ით დაეცა. 25 აგვისტოს ვარდნამ 7%, ხოლო 24 აგვისტოს 8% შეადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...