22 მაისს, ჯივიპი სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაობს განახორციელებს

ხვალ, 22 მაისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქუჩა N44-ის მიმდებარედ წყალმომარაგების ქსელზე გეგმიურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 22 მაისს, დილის 11:00 საათიდან 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ვარკეთილში: ხომლელის, ჯავახეთის და მიმდებარე ქუჩებს, აეროდრომის I, II, X ქუჩებს და კახეთი გზატკეცილის ნაწილს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...