22 დაღუპული და 1030 დაშავებული-თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულთა რიცხვი გაიზარდა

თურქეთის შსს მინისტრის ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებიდან ოთხი ადამიანის ხმა გაიგეს, რის შემდეგც 1 მათგანის გადარჩენა უკვე მოხერხდა, სამის ამოყვანაზე კი, ამ დრომდე მუშაობენ.

თურქეთის საგანგებო სიტუაციათა და სტიქიურ უბედურებათა სამმართველოს ოფიციალური ინფორმაციით, ქალაქ სივრიჯის მახლობლად, მიწისძვრის ზონაში, მიწისქვეშა ბიძგები დილით 07.50 საათზე ისევ განმეორდა. უწყების ინფორმაციით, 4 მაგნიტუდის სიმძლავრის რყევები 11-ჯერ განმეორდა, საერთო ჯამში კი, 272 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა.
მიწისძვრისგან დაზარალებული მოსახლეობა თავს საერთო საცხოვრებლებს, პარკებსა და სკვერებში განთავსებულ კარვებს აფარებს.

მიწისძვრის შემდეგ, ელიაზიღში 9 სატრანსპორტო თვითმფრინავი ცაფრინდა, რომელმაც რეგიონში საგანგებო სიტუაციათა და სტიქიურ უბედურებათა სამმართველოს ჯგუფები, საძიებო-სამაშველო რაზმები, ჟანდარმები, ჯანდაცვის სამინისტროს პერსონალი ჩაიყვანა და პირველადი საჭიროების ნივთები ჩაიტანა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად