22:00 საათიდან – 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეს საღამოდან ისევ ძალაში შედის

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 20-21 ნოემბერს 22:00 საათიდან -05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გაუქმდა.

დღეს საღამოს 10 საათიდან დილის 5 საათამდე შეზღუდვა ისევ ამოქმედდება.
შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით და საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 2020 წლის 9 ნოემბრიდან თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი – 22:00-დან 05:00 საათამდე ფეხით და სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეზღუდულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად