2158 კოვიდინფიცირებული 24 საათში – რუმინეთი ახალ ანტირეკორდს ამყარებს

რუმინეთის სტრატეგიული კომუნიკაციების ჯგუფმა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ნაციონალურ ინსტიტუტის ანგარიშზე დაყრდნობით, განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

რუმინეთში, განვლილი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა 2158 კაცს, 688-ით მეტს, ვიდრე გუშინ და 391-ით მეტს 23 სექტემბერს დაფიქსირებულ რეკორდულ რაოდენობაზე.

სულ, რუმინეთში კოვიდინფიცირების 127 572 შემთხვევაა დაფიქსირებული.

რუმინეთში, განვლილ 24 საათში კორონავირუსით 33 კაცი გარდაიცვალა, 11-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ.

სულ, რუმინეთში კორონავირუსით გარდაცვლილია 4825 კაცი.

კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში 2020 წლის 15 მაისს მიღებული კანონის მოთხოვნის დარღვევის გამო, განვლილ 24 საათში რუმინეთის უფლებამოსილმა პირებმა წვრილმანი სამართალდარღვებისთვის 383-ჯერ გამოიყენეს სანქცია და დაკისრებული ჯარიმების ოდენობამ 57800 ლეი (~45557 ლარი) შეადგინა (შედარებისთვის 15 სექტემბერს 435 კაცი 46035 ლარით დაჯარიმდა https://ipress.ge/new/1713-kovidinphitsirebuli-24-saathshi-ruminethi-akhal-antirekords-amqharebs/ ).

100 ათას მცხოვრებზე კოვიდ19-ით ინფიცირებულთა ბოლო ორი კვირის კუმულატიური რაოდენობა რუმინეთში 107.1-ის, ხოლო გარდაცვალებულთა კი 3.02-ის ტოლია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად