2139 კოვიდინფიცირებული 24 საათის განმავლობაში – ჩეხეთში ბოლო თხუთმეტ დღეში 9-ჯერ დაფიქსირდა ანტირეკორდი

ჩეხეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკას აქვეყნებს

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 16 სექტემბრის 24:00 საათისთვის კოვიდინფიცირების ახლადგამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა იყო 2139, წინა დღის რეკორდულ რაოდენობაზე 465-ით მეტი.

ჩეხეთში ბოლო თხუთმეტ დღეში 9-ჯერ დაფიქსირდა კოვიდინფიცირების დღიური შემთხვევების რეკორდული რაოდენობა.

სულ, ჩეხეთში კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან შემდეგ ინფიცირების 41032 შემთხვევაა დადასტურებული.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 6 კაცი გარდაიცვალა.

სულ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა არის 462.

100 ათას მცხოვრებზე კოვიდ19-ით ინფიცირებულთა ბოლო ორი კვირის კუმულატიური რაოდენობა ჩეხეთში 142.4-ის, ხოლო გარდაცვალებულთა კი 0.53-ის ტოლია.

 
კოვიდინფიცირებულთა კუმულატიური რაოდენობა ევროპის მილიონზე მეტ მაცხოვრებლიან ქვეყნებიდან ნიდერლანდებთან შედარებით უფრო მაღალი მხოლოდ ესპანეთში, საფრანგეთში და მოლდოვაშია.

პორტალი echo24. cz წერს, რომ ჩეხი ექიმების თქმით, კოვიდინფიცირების შემთხვევების მკვეთრ მატების მიუხედავად ჰოსპიტალიზირებულ პაციენტთა ოდენობა მცირედით არის მომატებული.

სტატისტიკური მონაცემებით კოვიდინფიცირებულთა 2%-ზე ოდნავ მეტს აქვს რაიმე სიმპტომი და ამ 2%-ის მეხუთედი ავადდება და ხვდება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. პროფილაქტიკურ ჰოსპიტალიზაციას აზრი არ აქვს. მე ამას პირველივე მოყინვისას თაბაშირის პროფილაქტიკური სახვევის გაკეთებას შევადარებდი, – ამბობს მოტოლის საუნივერსიტეტო კლინიკის პრესს-მდივან პავლინა დანკოვა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად