კუპრავა: ეს ქვეყნის დემოკრატიულობის თავზე დამხობაა,კრძალავენ პროტესტის მშვიდობიან გამოხატვას!

“ეს არის ქვეყნის დემოკრატიულობის თავზე დამხობა”- ამის შესახებ ჟურნალისტებთან, საავადმყოფოში, ზაზა სარალიძის მოსანახულებლად მისულმა “სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა” ზვიად კუპრავამ განაცხადა.

“ადამიანები რომლებიც ითხოვენ მხოლოდ ერთს, დაისაჯონ მათი შვილების მკვლელები, სხვა მოთხოვნები ამ ადამიანებს არ გააჩნიათ, უკრძალავენ პროტესტის მშვიდობიან გამოხატვას. ეს არის ქვეყნის დემოკრატიულობის თავზე დამხობა, არამხოლოდ ამ ადამიანებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის და მთელი ქვეყნის იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც ზაზასთან ერთად სურს მშვიდობაინ პროტესტში მიიიღოს მონაწილეობა. პირველ რიგში ახლა ძალიან მნიშვნელოივანია ზაზას ჯანმრთელობა იყოს სტაბილური და ხელისუფლებამ თავის ვალდებულებაზე არ თქვას უარი და საბოლოოდ არ დაისამაროს ისედაც დასამარებული საკუთარი თავი, ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია ზაზას ჯანმრთელობა” განაცხადა კუპრავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...