21 სექტემბერს დედოფლისწყაროში ანსამბლი “შავნაბადა” კონცერტს გამართავს

21 სექტემბერს 18:00 საათზე დედოფლისწყაროს კულტურის სახლში აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის ,,შავნაბადა" კონცერტს გამართავს.

​ანსამბლი ,,შავნაბადა” ჩამოყალიბდა 2005 წელს. ანსამბლის წევრები ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ ,,მართვესა ” და ,,ბიჭების ” აღზრდილები არიან. ანსამბლის რეპერტუარი მოიცავს როგორც ფილკლორულ სასიმღერო ნუმუშებს ასევე, საეკლესიო გალობასა და ქართულ ინსტრუმენტულ მუსიკას.

ანსამბლმა თერთმეტწლიანი არსებობის მანძილზე გამოსცა ცხრა აუდიო და ერთი ვიდეო ალბომი. ,,შავნაბადამ” იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც გამართ კონცერტები, გახლდათ მრავალი ფესტივალის მონაწილე და ჩაატარა ქართული სიმღერის მასტერკლასები.

15 აპრილიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, Check-in Georgia-ს ფარგლებში, ტარდება ფესტივალი ,,ბაღია ჩვენი ქვეყანა". ექვსი თბილისური ანსამბლი – „ადილეი“, „ანჩისხატი“, „დიდგორი“, „იალონი“, „ნანინა“, „შავნაბადა“ – საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ხუთ-ხუთ კონცერტს გამართავს. ​ფესტივალზე თბილისურ ანსამბლებთან ერთად კონცერტებში მონაწილეობენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ადგილობრივი სალოტბარო სკოლის მოსწავლეები. კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად