21 ოქტომბერს ფოლკლორის ცენტრში მაკა ჯიშკარიანის ipad-ით შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

მაკა ჯიშკარიანის ipad-ით შექმნილი ნამუშევრების გამოფენა ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო სივრცეში 21 ოქტომბერს 19:00 საათზე გაიმართება.

მაკა ჯიშკარიანი ოთხმოცდაათიანელების წარმომადგენელია. მიუხედავად იმ ეპოქის სიძნელეებისა, მაკამ მოახერხა და საქმიანობა მხატვრობის მონათესავე სფეროს სარეკლამო და გრაფიკულ დიზაინს დაუკავშირა. ამავდროულად, სხვადასხვა სფეროში სცადა თავი: ტანსაცმლის დიზაინი, ტყავის აქსესუარები, ავეჯი, კერამიკა, ინტერიერის დიზაინი. თუმცა ნებისმიერი მისი ნამუშევრის ამოსავალი წერტილი ფერწერა იყო.

ახალი ნამუშევრები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნა, კერძოდ, კი ipad-ზე. გარემოზე დაკვირვება, ყოფით ნივთებში სილამაზის დანახვა, საკუთარ შემოქმედებით ფილტრში გატარება და ორ განზომილებაში გადმოტანა – ეს არის პროცესი, რომლის შედეგადაც მაკა შექმნილ გარემოს ასურათხატებს და თავისი სამყაროს გამოხატულებად აქცევს.

გამოფენა, რომლითაც მაკა საზოგადოების წინაშე წარსდგება, სერიას წარმოადგენს. ყველა ნამუშევარი ipad-ზეა შექმნილი, ამობეჭდილია ტილოზე, ლიმიტირებულად. თვითოეულს აქვს თავისი ნომერი და ავტორის ხელმოწერა, რაც ნამუშევარს ორიგინალად აქცევს.

გამოფენა 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად