21 აპრილს ნავალნის მომხრეები საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ

ალექსეი ნავალნის თანამებრძოლები აცხადებენ, რომ 21 აპრილს აპირებენ საპროტესტო აქციების გამართვას რუსეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. ამის შესახებ ცნობა პოლიტიკოსის საიტზეა გამოქვეყნებული და ეს განზრახვა დაადასტურეს, ალექსეი ნავალნის თანამერბძოლებმა, ლეონიდ ვოლკოვმა და ივან ჟდანოვმა.

მათ გადაწყვიტეს აღარ დაელოდონ პოლიტიკოსის გათავისუფლების მოთხოვნით 500 000 პოტენციური მონაწილის დარეგისტრირებას, რის შემდეგაც აპირებდნენე მიტინგის თარიღის გამოცხადებას.

18 აპრილისათვის პოტენციურ მომიტინგეთა რაოდენობა შეადგენდა 457 000-ს კაცს.

„მოვლენები ვითარდება ძალიან ელვისებურად და ძალიან ცუდად. მეტი დალოდება და გადადება შეუძლებელია“, – აცხადებენ 21 აპრილისი მიტინგის ავტორები.
გარდა ნალავნის ჯანმრთელობის გაუარესებისა, „ცუდ განვითარებაში“ ისინი გულისხმობენ რუსეთის პროკურატურის მიერ ნავალნის კორუფციასთან წინააღმდეგობის ფონდისა და ნავალნის შტაბების შეყვანას ექსტრემისტულ ორგანიზაციათა სიაში.

ნავალნის მომხრეები არაფერს ამბობენ მიტინგის ნებართვის შესახებ განაცხადის შეტანაზე, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლება აქციას შეუთანხმებლად ჩათვლის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...