საქართველოში დღეს და ხვალ თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება, მხოლოდ 23 თებერვალს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს.

⛅️ 21-22 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსის ფარგლებში იქნება.

🌧 23 თებერვალს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე დაიკლებს, 24-ში შედარებით გამოიდარებს და +13, +18 გრადუსამდე დათბება.

☁️ აღმოსავლეთ საქართველოში 23-24 თებერვალს ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში, აქაც 24 თებერვალს ჰაერი +13, +18 გრადუსამდე გათბება.

🌡 ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება, მხოლოდ 23 თებერვალს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის +14, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად