21-22 ივლისს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

მომდევნო ორი დღის განმავლობაში საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივლისს დასავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით 18-23 გრადუსი, დღისით კი – 25-30 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექიამოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც. ტემპერატურა ბარში ღამით 19-24 გრადუსია, დღისით კი – 32-37.

თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა ღამით 23, ხოლო დღისით 36 გრადუსი იქნება.

22 ივლისს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ღამით 18-23 გრადუსი, ხოლო დღისით 24-29 გრადუსია ნავარაუდევი.

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი, შესაძლებელია სეტყვაც, ტემპერატურა ღამით 20-25 გრადუსი, დღისით 33-38 გრადუსი იქნება.

თბილისში, 22 ივლისს, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა 36 გრადუსი იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...