208 კოვიდინფიცირებული 24 საათში – ხორვატიაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდება

ხორვატიის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში კორონავირუსით 204 კაცი დაინფიცირდა, 14-ით მეტი გუშინდელ, რეკორდულ რაოდენობაზე.
 

ხორვატია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მხრივ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე კეთილსაიმედო ქვეყნად კარგა ხნის მანძილზე მიიჩნეოდა და ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე მდებარე ხორვატიის პლაჟებს არაერთი ქვეყნიდან სტომრობდნენ მოგზაურები. უკნასკნელ პერიოდში ხორვატიაში ინფიცირების შემთხვევების მატების შემდეგ კი ჯერ ნიდერლანდებმა, დღეს კი ავსტრიამ გააფრთხილა მოქალაქეები ხორვატიაში მოგზაურობის რისკების შესახებ.

https://ipress.ge/new/avstriashi-bolo-shvid-dgheshi-kovidinphitsirebultha-shoris-15-24-tslis-asakis-jguphi-dominirebs/

 
გახშირებული კოვიდინფიცირების შემთხვევების შემდეგ ხორვატიის ხელისუფლებამ კაფე-ბარების და ღამის კლუბების მუშაობის საათების შემცირების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
 
ხორვატიის შინაგან საქმეთა მინისტრ დავორ ბოჟინოვიჩის თქმით, ძნელი წარმოსადგენია, რომ ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც საზაფხულო არდადეგების დროს დისტანცირების დაცვის შესახებ იფიქრებენ და ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება შეამცირონ კაფე-ბარების და ღამის კლუბების მუშაობის საათები.
 
შეზღუდვა 10 დღით დაწესდა და ამ ხნის განმავლობაში სიტუაციაზე დაკვირება მოგვცემს საშუალებას დავგეგმოთ სამომავლო, გამკაცრების ან შემსუბუქებისკენ გადასადგმელი ნაბიჯები, – ამბობს ბოჟინოვიჩი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად