2032 წელს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს ავსტრალია უმასპინძლებს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2032 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ავსტრალიის ქუინსლენდის შტატის დედაქალაქი, ბრიზბენი იქნება.

შესაბამისი გადაწყვეტილება ტოკიოში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 138-ე სესიაზე მიიღეს.

ავსტრალიის გარდა ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის პრეტენდენტები იყვნენ გერმანია, ინდოეთი, ესპანეთ, ინდონეზია და ყატარი.

მანამდე ავსტრალიაში ოლიმპიური თამაშები ორჯერ გაიმართა – 1956 წელს მელბურნში და 2000 წელს სიდნეიში.

მიმდინარე წლის 23 ივლისს ოფიციალურად დაიწყება ტოკიოში 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, რომლებიც ერთი წლის წინ უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

2024 წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიმართება პარიზში, 2028 წელს ლოს-ანჯელესში.

კომენტარები
იტვირთება...