203 კოვიდინფიცირებული 24 საათში – სლოვენიაში ანტირეკორდი დაფიქსირდა

სლოვენიის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო განვლილი დღის კორონასტატისტიკას აქვეყნებს.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში სლოვენიაში 203 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, 104-ით მეტი, ვიდრე გუშინ და 11-ით მეტი 25 სექტემბრის რეკორდულ მაჩვენებელზე.

პორტალ dnevnik.si-ის მიხედვით, 3391 ტესტიდან დადებითის რაოდენობა 5.99%-ს შეადგენს. ჰოსპიტალიზირებულია 86 პაციენტი, მათგან 16 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. განვლილ 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 1 კაცი.

სულ, სლოვენიაში კოვიდინფიცირების 5690 შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 150-ია.

100 ათას მცხოვრებზე კოვიდ19-ით ინფიცირებულთა ბოლო ორი კვირის კუმულატიური რაოდენობა სლოვენიაში 81.1-ის, ხოლო გარდაცვალებულთა კი 0.72-ის ტოლია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად