2026 წლის ზამთრის ოლიმპიადა იტალიაში ჩატარდება

2026 წლის ზამთრის ოლიმპიადა იტალიაში ჩატარდება. ოლიმპიური თამაშების დედაქალაქები კი მილანი და კოტრინა დ’ამპეცცო იქნება. ასეთი გადაწყვტილება მიიღეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 134-ე სესიაზე, რომელიც 24 ივნისს, ლოზანაში.

ხმის მიცემის შედეგად, მილანისა და კოტრინა დ’ამპეცცოს ერთობლივმა განაცხადმა აჯობა სტოკჰოლმსა და ორეს, რომლებიც აგრეთვე ერთობლივად იღებდნენ მონაწილეობას ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობის არჩევნებში.

გარდა ამისა, სწორედ იტალიის აღნიშნულ ორ ქალაქში ჩატარდება 2026 წლის პარაოლიმპიური თამაშებიც.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბიუჯეტი, რომელიც აუცილებელია 2026 წლის არჩევნების ჩატარებისთვის, 75%-ით შემცირდება 2018 და 2022 წლების ოლიმპიადებთან შედარებით.

თავდაპირველად, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების პრეტენდენტი 7 ქვეყანა იყო. გასულ ზაფხულს თავიანთი კანდიდატურა უკან გაიტანა შვეიცარიის ქალაქმა სიონმა და ავსტრიის ქალაქმა გრაცმა, ხოლო შემოდგომაზე უარი თქვეს თურქეთის ქალაქმა ერზრუმმა, იაპონიის ქალაქმა საპორომ და კანადის კალგარმა.

იტალია, ბოლო 20 წლის განმავლობაში ოლიმპიადას მეორედ უმასპინძლებს. 2006 წელს ოლიმპიური თამაშები ტურინში ჩატარდა. კოტრინა დ’ამპეცცო კი მეორედ გახდება ოლიმპიადის მასპინძელი 1956 წლის შემდეგ. იტალია ოლიმპიურ თამაშებს 1960 წელს მასპინძლობდა, მაშინ ოლიმპიადის დედაქალაქი რომი იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...