2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში 21 ნოემბერს დაიწყება

2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ყატარში უნდა გაიმართოს, განსხვავებულად ჩატარდება.

როგორც FIFA-ში მიიღეს გადაწყვეტილება პირველად ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატი ზაფხულის ნაცვლად შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ჩატარდება.

მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ჩემპიონატი 2022 წლის 21 ნოემბერს დაიწყება და ფინალური შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ზაფხულში კატარში ძალიან ცხელა. სავარაუდოდ ეს გარკვეულ კორექტირებას გამოიწვევს ევროპაში, სადაც ეროვნული ჩემპიონატები როგორც წესი სტარტს აგვისტოს ბოლოს იღებს და მაისში მთავრდება ხოლმე, ხოლო ჩემპიონთა ლიგა სექტემბრის შუა რიცხვბიდან მაისის ბოლომდე სრულდება ხოლმე. გამონაკლისი წლევანდელი წელია, სადაც კორექტირება კორონავირუსის პანდემიამ შეიტანა და ჩემპიონთა ლიგა მაისში გაიმართება.

იმასაც შეგახსენებთ, რომ FIFA-ს ქრთამის აღებაშიც ადანაშაულებენ. ასეთია მათ შორის FBI-ს დასკვნა. რომლის თანახმადაც FIFA-ს ყოფილმა აღმასრულებლებმა ქრთამი აიღეს, იმის სანაცვლოდ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთსა და ყატარისთვის მასპინძლობის მასპინძლობის უფლებისათვის ხმა მიეცათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად