2021 წლის იანვარ-მარტში ექსპორტის მოცულობა 5.2%-ით გაიზარდა

საქსტატის ოფიციალური ანგარიშის მიხედვით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, იანვარ-მარტში ექსპორტი 5.2%-ით 820.6 მლნ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო იმპორტი 2.4%-ით შემცირდა და 1.952 მლრდ დოლარი შეადგინა. 2021 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.7% დაიკავა. ქვეყნიდან ყველაზე დიდი მოცულობით სხვადასხვა დასახელების საქონელი ჩინეთში, რუსეთსა და აზერბაიჯანში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ გასული პანდემიური წლის დასაწყისთან შედარებით, ექსპორტი უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებში ყველაზე მეტად აშშ-ში, თურქეთსა და უკრაინაში გაიზარდა, ხოლო აზერბაიჯანში, ბულგარეთში, სომხეთსა და შევიცარიაში შემცირდა.

2021 წლის პირველ კვარტალის TOP-10 საექსპორტო მიმართულება:

1. ჩინეთი – 109.7 მლნ დოლარი, ზრდა – 5.2%-ია;
2. რუსეთი – 109.4 მლნ დოლარი, ზრდა – 16.4%;
3. აზერბაიჯანი – 104.5 მლნ დოლარი, კლება – 16.4%;
4. თურქეთი – 75.6 მლნ დოლარი, ზრდა – 40.1%;
5. უკრაინა – 66. 3 მლნ დოლარი, ზრდა – 22.7%;
6. ბულგარეთი – 59.5 მლნ დოლარი, კლება – 28.7%;
7. სომხეთი – 37.4 მლნ დოლარი, კლება – 18.6%;
8. აშშ – 30.4 მლნ დოლარი, ზრდა – 61.8%;
9. ესპანეთი – 19.0 მლნ დოლარი, ზრდა – 13.3%;
10. შვეიცარია – 17.0 მლნ დოლარი, კლება – 19.5%.

დანარჩენ ქვეყნებში ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ კი 191.2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარ-მარტის თვესთან შედარებით 9.5%-ითაა გაზრდილი.

რაც შეეხება საექსპორტო პროდუქტებს, ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, რაც მთელი ექსპორტის 19.4%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 10.5%-იანი წილით, ხოლო მესამე ადგილს ფეროშენადნობები იკავებს 10.2%-იანი წილით. ყველაზე დიდი ზრდა თხილისა და სხვა კაკლის, დაფასოებული სამკურნალო საშუალებებისა და ფეროშენადნობების ექსპორტზე მოდის:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 158.8 მლნ დოლარი, კლება 0.8%;
2. მსუბუქი ავტომობილები – 86.5 მლნ დოლარი, კლება – 35.1%;
3. ფეროშენადნობები – 83.6 მლნ დოლარი, ზრდა – 43.7%;
4. ყურძნის ნატურალური ღვინოები – 43.9 მლნ დოლარი, კლება – 0.7%;
5. სპირტიანი სასმელები – 29.8 მლნ დოლარი, ზრდა – 26.6%;
6. მინერალური და მტკნარი წყლები – 29.3 მლნ დოლარი, ზრდა – 11.1%;
7. აზოტოვანი სასუქები – 28.7 მლნ დოლარი, კლება – 5.6%;
8. თხილი და სხვა კაკალი – 24.5 მლნ დოლარი, ზრდა – 112.8%;
9. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები – 19.0 მლნ დოლარი, ზრდა – 56.3%;
10. ტრიკოტაჟის ნაწარმი – 15.5 მლნ დოლარი, ზრდა – 36.1%.

სხვა საქონლის ექსპორტმა 300.6 მლნ დოლარი შეადგინა და ეს მაჩვენებელი 12%-ით გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...