2021 წლის 6 თვეში, საქართველოში, 18,2%-ით მეტი კაცი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2021 წლის იანვარ-ივნისის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 21 839 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 25 821 ადამიანი.
 
2021 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -3 982 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ ქვეყნის ორ რეგიონში დაფიქსირდა: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (717) და ქვემო ქართლში (195).


 
2021 წლის პირველ ექვს თვეში გარდაცვალებულთა რაოდენობა ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობას 18,2%-ით სჭარბობს რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 დაბადებულზე მოდის 118 გარდაცვალებული.
 
განსაკუთრებით მძიმე სიტუცია ამ მხრივ რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთშია, სადაც მიმდინარე წლის 6 თვეში 123 დაბადება და 377 გარდაცვალება დაფიქსირდა ანუ გარდაცვალებულთა რიცხოვნობა ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობაზე 206,5%-ით მეტია.
 
გარდაცვალებულთა რიცხოვნობის მეტობა ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნებაზე რეგიონების მიხედვით ასეთია:
 
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 206,5%
გურია – 78,5%
სამეგრელო – ზემო-სვანეთი – 63,6%
იმერეთი – 54,8%
მცხეთა-მთიანეთი – 47,8%
კახეთი – 24,6%
შიდა ქართლი – 22,3%
თბილისი – 9,5%
სამცხე-ჯავახეთი – 4,8%
 
ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა გარდაცვლილთა რაოდენობას 39%-ით სჭარბობს აჭარაში და 8%-ით ქვემო ქართლში.
კომენტარები
იტვირთება...