საქართველოში 2021 წლის 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 9 163 და განქორწინების 4 675 შემთხვევა

საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 21 839 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 25 821 ადამიანი. ამის შესახებ მონაცემებს საქართველოს ეროვნული სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

2021 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -3 982 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ ქვეყნის ორ რეგიონში დაფიქსირდა: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (717) და ქვემო ქართლში (195).

2021 წლის 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 9 163 და განქორწინების 4 675 შემთხვევა.

 

კომენტარები
იტვირთება...