2021 წელს, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების რიგით მე-11 ფორუმს ქუთაისი უმასპინძლებს

2020 წელს, ქუთაისი კიდევ ერთ, მნიშვნელოვან, საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას!

2020 წლის 1-3 აპრილს ქ. ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოში , საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, ეწყობა ევროპის საბჭოსა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს მიერ ორგანიზებული კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების მმართველი საბჭოს მაღალი დონის ღონისძიება. ღონისძიების ფორმატში დაგეგმილია საქართველოს კულტურული მარშრუტებისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის ექსპოზიცია და კონცერტი, ასევე ქართული ღვინისა და გასტრონომიის დეგუსტაცია.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ქალაქი ქუთაისიც, როგორც 2021 წელს, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების რიგით მე-11 ფორუმის მასპინძელი ქალაქი. მსგავსი მასშტაბის ღონისძიებაზე ქალაქ ქუთაისის წარდგენა მნიშვნელოვნად დაეხმარება ქალაქს და რეგიონს კულტურული და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაში, ქალაქის შესახებ ცნობადობის გაზრდასა და 2021 წელს დაგეგმილი ფორუმის მოსამზადებელი საქმიანობის წარმართვაში. ღონისძიებას მასპინძელი მხრიდან დაესწრებიან ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი, ევროპის საბჭოს უმაღლესი რანგის თანამდებობის პირები და გაერთიანებული წილობრივი შეთანხმების მმართველი საბჭოს წარმომადგენლები. შეგახსენებთ, რომ 2021 წელს, კულტურული მარშუტების რიგით მე-11 ფორუმის მასპინძელი ქალაქი ქუთაისი გახდა! აღნიშნულ მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს და ქალაქს ეწვევა გაფართოებული წილობრივი შეთანხმების წევრი სახელმწიფოების, ევროპის საბჭოს, ევროკომისიის, ევროპის პარლამენტის, იუნესკოს, იკომოსის , ტურისტული ორგანიზაციებისა და ტრანსნაციონალური ქსელების, ასევე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 400-მდე წარმომადგენელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად