2021 წლის ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2 948 740 ლარით გაიზარდა და 17 347 048 ლარს შეადგენს

დღეს, განახლებული ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ წარადგინა.

როგორც ხულოს მერმა დეპუტატებთან შეხვედრისას აღნშნა, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდება ყველა ის პროექტი რომელიც მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი და აუცილებელია:

▪ გაგრძელდება შიდასაუბნო გზების რეაბილიტაცია;

▪ მოეწყობა და განახლდება წყალსადენი სისტემები და შიდა გამანაწილებელი ქსელები;

▪ გაგრძელდება საზაფხულო იალაღებზე ელექტრო გაყვანილობის ქსელის მშენებლობა;

▪ განხორციელდება სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია;

▪ მეწყერ საშიშ ზონებში განხორციელდება ფერდსამაგრი სამუშაოები;

☑️ საკრებულოს სხდომაზე, ბიუჯეტის პროექტი მერთან ერთად თანამომხსენებელმა მერის პირველმა მოადგილემ ნადიმ ვასაძემ წარადგინა.

☑️ სხდომის დასასრულს ვახტანგ ბერიძემ საკრებულოს წევრების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

კომენტარები
იტვირთება...