2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ხმა რუსთავის #1 საარჩევნო უბანზე მისცა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ხმა რუსთავის #1 საარჩევნო უბანზე მისცა. რუსთავის მერი არჩევნებზე ოჯახთან ერთად მივიდა.

“ხმა მივეცი ქვეყნის ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებას. არჩევნები რუსთავში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, ამომრჩევლის აქტივობა საკმაოდ მაღალია, განწყობა ძალიან კარგია და იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დღე მშვიდ გარემოში ყოველგვარი დარღვევების გარეშე წარიმართება და დასრულდება. მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული თანამოქალაქე თავისუფალ აზრს დააფიქსირებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“, – განაცხადა რუსთავის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

რუსთავში 84 სარჩევნო უბანია, საარჩევნო პროცესი ყველგან 07.00. საათზე დაიწყო, 10.00. საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიღებული ჰქონდა 10968 ამომრჩეველს. სულ რუსთავში 108 000 ამომრჩეველი ცხოვრობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად