2020 წლის სამთო-სათხილამურო თასის პირველი ეტაპი მესტიაში ჩატარდება

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია 25-26 იანვარს მესტიაში 2020 წლის სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების პირველ ეტაპს გამართავს. შეჯიბრება ჰაწვალის ფერდობზე -სლალომსა და გიგანტურ სლალომში- ორი დღის განმავლობაში ჩატარდება.

შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ: გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის ნაკრები გუნდები, რომლებმაც გასული წლის შიდა რეგიონალურ ჩემპიონატებზე წარმატებას მიაღწიეს და საქართველოს მთავარ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.

ასპარეზობა სამ ასაკობრივ ჯგუფში გაიმართება:

  • ბავშვები I, დაბადების წელი 2006-2007
  • ბავშვები II, დაბადების წელი 2004-2005

მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 2003 და უფროსი ასაკი.

საქართველოს ეტაპებზე მიღებული ქულების ჯამი ახალგაზრდა მოთხილამურეებს ნაკრებში მოხვედრის შანსს უზრდის.

შეჯიბრების დასასრულს ფინიშის ტერიტორიაზე დაჯილდოვდებიანსაქართველოს თასის პირველი ეტაპის გამარჯვებულები.

უთოვლობის გამო საქართველოს თასის გათამაშება წელს დაგვიანებით იწყება. თუმცა, ფედერაცია იმედს იტოვებს, რომ ტურნირები გრაფიკის მიხედვით ჩატარდება:

  • II-ეტაპი – 6-8 მარტი (გუდაური)
  • III-ეტაპი – 20-22 მარტი (გუდაური)
  • IV-ეტაპი – 9-12 აპრილი (გუდაური / სვანეთი)

ტურნირის მხარდამჭერები არიან კულტურისა და სპორტის სამინისტრო და მთის კურორტების განვითარების კომპანია. ასევე, უკვე 10 წელია კომპანია „სილქნეტი“ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია. გარდა საქართველოს თასის ეტაპებისა, წლევანდელ სეზონზე სილქნეტის ხელშეწყობით საერთაშორისო მასშტაბის სპორტული შეჯიბრი, კერძოდ, FIS-ის ფრისტაილის ევროპის თასის ეტაპები სნოუბორდის პარალელურ სლალომსა და პარალელურ გიგანტურ სლალომში, გაიმართება.

საქართველო 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება და ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მხარდამჭერი სილქნეტია.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად