2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დღეს 6 საპარლამენტო კომიტეტი განიხილავს

პარლამენტში 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება. ბიუჯეტის პროექტზე დღეს ექვს საპარლამენტო კომიტეტში იმსჯელებენ.

პარლამენტის  წევრებს საბიუჯეტო პარამეტრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე წარუდგენს.

მომავალი წლის ნაერთი ბიუჯეტი 16 მილიარდი ლარია, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კი ხუთი პროცენტია.

ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია პენსიების მატება, ასევე ხელფასები გაეზრდებათ სკოლის მასწავლებლებს, საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, ექიმებს, სამართალდამცველებსა და ჯარისკაცებს.

საპარლამენტო ოპოზიცია 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...