2020 წლის მისაღებ გამოცდებზე მათემატიკის გამოცდაში მინიმალური ზღვარი დაიწევს

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი ფორმატით ჩატარდება. აღნიშნული ცვლილების ფარგლებში, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, მათემატიკის გამოცდაში, მინიმალური გამსვლელი ქულა დაიწევს.

“პროგრამებში მცირე ცვლილებების შეტანაა დაგეგმილი და ამის შესახებ აბიტურიენტებს წლის ბოლოს ეცნობებათ. რაც შეეხება ზღვარს, მხოლოდ მათემატიკის გამოცდის შემთხვევაში შეიცვლება და გახდება მაქსიმალური ქულის 20%, ნაცვლად 25%-სა.’,-აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ამასთან, უმაღლესმა სასწავლებლებმა (რომლებსაც ამის სურვილი ჰქონდათ) უკვე განსაზღვრეს, საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, სავარაუდო დამატებითი საგამოცდო საგნები შემდეგი ჩამონათვალიდან: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება. დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია ცენტრის ვებგვერდზე, თუმცა დეკემბრის ბოლომდე შესაძლოა ამ ჩამონათვალში ცვლილებებიც შევიდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად