2020 წლის მარტში საქონლის იმპორტი წლიურად 13.4%-ით შემცირდა

2020 წლის მარტში საქონლის იმპორტი წლიურად 13.4 პროცენტით შემცირდა. რეგიონის ქვეყნებიდან იმპორტის კლების მაღალი ტემპით გამოირჩეოდა აზერბაიჯანი (ნავთობპროდუქტებისა და ნავთობაირების გამო).

დანარჩენი ქვეყნებიდან იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა ჩინეთიდან (ელექტრული ტრანსფორმატორებისა და ჰაერის კონდენსირების მოწყობილობების გავლენით) და ჩილედან (სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების კლების გამო).

ირანიდან იმპორტის შემცირება უკავშირდება ნავთობპროდუქტებისა და მოსაპირკეთებელი ფილების შემოტანის კლებას, იაპონიიდან მსუბუქი ავტომობილების შესყიდვების შემცირებას. ამის საპირისპიროდ, რუსეთიდან იმპორტი ნავთობის აირების, ხოლო სომხეთიდან სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების მატების გავლენით გაიზარდა.

2020 წლის მარტში ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები იყო: თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, აშშ, გერმანია და სომხეთი. ჯამურად, 7 ძირითად სავაჭრო პარტნიორზე მთლიანი იმპორტის 71 პროცენტი მოდიოდა. წინა წელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით იმპორტი უფრო ნაკლებად დივერსიფიცირებული იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად