2020 წლის ივნისში წლიურმა ინფლაციამ 6.1% შეადგინა

2020 წლის ივნისში წლიურმა ინფლაციამ 6.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო მაისთან შედარებით ფასები 1.4 პროცენტით შემცირდა. ივნისში წინა თვესთან შედარებით, ფასების შემცირება სეზონური ფაქტორების გამო ზოგიერთი საკვების გაიაფებას უკავშირდება. ყველაზე გამოსარჩევი კარტოფილის 42.2 პროცენტით გაიაფებაა, რამაც თვის ინფლაცია 0.7 პროცენტული პუნქტით (პპ) შეამცირა.

ამის გარდა, მსოფლიოში ნავთობის ფასების შემცირების პარალელურად 8.8 პროცენტით გაიაფდა ბენზინი (0.2 პპ-იანი უარყოფითი წვლილი თვის ინფლაციაში).

წინა თვეებთან შედარებით შემცირდა, თუმცა ჯერჯერობით კვლავ მაღალია სურსათის ინფლაცია. ივნისში სურსათის წლიურმა ინფლაციამ 13.9 პროცენტი შეადგინა. ივნისის 6.1 პროცენტიანი ინფლაციიდან სურსათზე 4.0 პპ მოდიოდა (დიაგრამა 1.6.2), საიდანაც მხოლოდ ყველზე, ვაშლსა და ხორცზე – 1.4 პპ. სიგარეტი 12.9 პროცენტით იყო გაძვირებული (წვლილი ინფლაციაში 0.4 პპ).

ივნისში წლიური ინფლაციის შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად, 0.9 პპ-ით, ბენზინის 25.6 პროცენტით გაიაფება მოქმედებდა.

საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 6.2 პროცენტამდე მოიმატა და ბოლო ოთხი წლის მანძილზე პირველად გადააჭარბა მთლიან ინფლაციას. ამის მიზეზი ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლის კურსის გაუფასურებით და პანდემიის გამო ფირმების საოპერაციო ხარჯების ზრდით გამოწვეულ
პროდუქტების გაძვირებას უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად