2020 წლის ივნისში საქონლის იმპორტი წლიურად 22%-ით შემცირდა

2020 წლის ივნისში საქონლის იმპორტი წლიურად 22.0 პროცენტით შემცირდა. რეგიონის ქვეყნებიდან იმპორტის კლებაში მაღალი წვლილებით გამოირჩეოდა რუსეთი და აზერბაიჯანი, რაც, ძირითადად, საერთაშორისო ბაზრებზე ფასების შემცირების ფონზე, ორივე ქვეყნიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შემოტანის კლებას უკავშირდება.

თურქეთიდან იმპორტის შემცირება უკავშირდება მსუბუქი ავტომობილებისა და ბულდოზერების, ხოლო უკრაინიდან – სიგარეტებისა და სიგარილების შემოტანის კლებას. დანარჩენი ქვეყნებიდან იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა ჩინეთიდან (ნახშირბადიანი ფოლადის ნაგლინისა და ბულდოზერების კლების გავლენით), აშშდან (მსუბუქი ავტომობილების კლების გამო), გერმანიიდან (მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების) შესყიდვების შემცირებას, ხოლო ირანიდან იმპორტმა დაიკლო პოლიმერული ნაწარმის შესყიდვების კლების გავლენით. ამის საპირისპიროდ, სომხეთიდან და ბრაზილიიდან იმპორტი სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების მატების გამო გაიზარდა.

2020 წლის ივნისში ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები იყო თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, სომხეთი, აშშ, უკრაინა და გერმანია. ჯამურად, 7 ძირითად სავაჭრო პარტნიორზე მთლიანი იმპორტის 63 პროცენტი მოდიოდა. წინა წელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით იმპორტი უფრო ნაკლებად დივერსიფიცირებული იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად