2020 წლის ივნისში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 94.8%-ით შემცირდა

2020 წლის ივნისში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 94.8 პროცენტით შემცირდა. ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 76.3 პროცენტი შეადგინა და წლიურად 93.9 პროცენტით დაიკლო. საანგარიშო თვეში ასევე შემცირდა ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა.

2020 წლის ივნისში, გლობალურად, მათ შორის საქართველოში, კვლავ რჩება შეზღუდვები საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებით.

ამის გათვალისწინებით საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა მინიმალურ დონეს მიუახლოვდა. რეგიონის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტორების კლება რუსეთიდან (-97.7 პროცენტით), აზერბაიჯანიდან (-97.1 პროცენტით) და თურქეთიდან (-88.0 პროცენტით) გამოირჩეოდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა კვლავ ძალიან მცირეა, რაც მთლიან შემცირებაში უარყოფითი 7.0 პროცენტული პუნქტით აისახა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად