2020 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 2.4 პროცენტი შეადგინა

2020 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო ნოემბერთან შედარებით ფასები 1.0 პროცენტით შემცირდა.
დეკემბერში, ინფლაციის მაჩვენებლზე მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ მნიშვნელოვნად იმოქმედა, რამაც
ინფლაცია როგორც თვიურ ასევე წლიურ ჭრილში 1.9 პროცენტული პუნქტით (პპ), შეამცირა.

წლიურად სურსათი 6.7 პროცენტით იყო გაძ­ვირებული. დეკემბრის 2.4 პროცენტიანი ინფლაციიდან სურსათზე 1.9 პპ მოდიოდა, საიდანაც მხოლოდ ყველზე და ზეთზე – 0.8 პპ. კვლავ მაღალი იყო სიგარეტის წვლილი (0.4პპ). ქორწინების ოქროს ბეჭედსა და ავტომობილის სათადარიგო ნაწილებზე ფასების ზრდამ ინფლაციის მატებაზე ჯამში 0.4 პპით იმოქმედა.

სუბსიდიის გარდა, წლიური ინფლაციის შემცირებაზე ყველაზე დიდი გავლენა ბენზინის, დიზელის და გაზის საწვავის გაიაფებას ჰქონდა, ჯამში 0.6 პპ-ით.

საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 4.9 პროცენტამდე შემცირდა.

მთლიან ინფლაციასა და საბაზო ინფლაციას შორის მნიშვნელოვანი სხვაობა მეტწილად ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადასახადის ზემოთხსენებულ სუბსიდირებას უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...