2020 წლის აპრილში საქონლის იმპორტი წლიურად 38.5 პროცენტით შემცირდა

2020 წლის აპრილში საქონლის იმპორტი წლიურად 38.5 პროცენტით შემცირდა. რეგიონის ქვეყნებიდან იმპორტის კლების მაღალი ტემპით გამოირჩეოდა რუსეთი და აზერბაიჯანი, რაც ნავთობისა და ორივე ქვეყნიდან ნავთობროდუქტების შემოტანის კლებას უკავშირდება.

დანარჩენი ქვეყნებიდან იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა ჩინეთიდან (ნახშირბადიანი ფოლადის ნაგლინისა და პოლიეთერების გავლენით) და აშშ-დან (მსუბუქი ავტომობილების კლების გამო). თურქეთიდან იმპორტის შემცირება უკავშირდება სამკურნალო საშუალებების შემოტანის კლებას, გერმანიიდან მსუბუქი ავტომობილებისა და ამოთხრაგაბურღვისათვის საჭირო მანქანა-მექანიზმების შესყიდვების შემცირებას. ამის საპირისპიროდ, ჩილედან იმპორტი სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების მატების გავლენით გაიზარდა.

2020 წლის აპრილში ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები იყო: რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ჩინეთი, გერმანია და სომხეთი. ჯამურად, 7 ძირითად სავაჭრო პარტნიორზე მთლიანი იმპორტის 57 პროცენტი მოდიოდა. წინა წელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით იმპორტი უფრო ნაკლებად დივერსიფიცირებული იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად