2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა 1 თვით გაუხანგრძლივდა

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა 1 თვით გაუხანგრძლივდა.

ვადის გახანგრძლივებას მხარი 75 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 2 წინააღმდეგი იყო.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას 3-თვიანი ვადა 17 მაისს ეწურებოდა. პირველი საორგანიზაციო სხდომა კი დღეს, 13 მაისს გამართა.

კომისიის თავმჯდომარედ გივი მიქანაძე აირჩიეს, ხოლო ოპოზიციიდან კომისიის მდივნად – დავით ზილფიმიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...