2020 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით საქართველოში 418 ახალი აივ ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით გასული წლის 1 ოქტომბერს ქვეყანაში აივ ინფიცირების 503 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მთლიანობაში კი, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში 2020 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით 8520 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებულია მათ შორის 6362 მამაკაცია და 2158 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4340 პაციენტს განუვითარდა, 1766 გარდაიცვალა .

2020 წელს გარდაიცვალა 131 აივ ინფიცირებული.
1 ოქტომბრის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 5297 პაციენტი, მათ შორის 46 ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 36.5% (3111) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 49.1% (4181) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.0% (1031) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3% (109) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5% (41) – სისხლის რეციპიენტია; 0.6% (47) – გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3169 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1168; შემდეგ იმერეთში 1020; აჭარაში 974; აფხაზეთში (529); კახეთში (427) ქვემო ქართლში (485); შიდა ქართლში (316); გურიაში (181); სამცხე-ჯავახეთში (113) და ა.შ.
სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 – ვაჟი, 46 – გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან;
განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით _ 108 შემთხვევა (მათგან 1 – ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტი – 4; დაუდგენელი – 2.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად