2020 წელს თბილისს 200 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი დაემატება

ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“მომავალ წელს მუნიციპალიტეტი დამატებით 200 ერთეულ 12-მეტრიან ავტობუსებს შეისყიდის. შეთანხმება მიღწეულია. ასე რომ, 2020 წელი კიდევ უფრო ეფექტური და მასშტაბური იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით,” – აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, 2020 წლის თბილისის ბიუჯეტი მილიარდ 200 მილიონ ლარამდე იზრდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად