2020 წელს სკოლის პედაგოგებს ხელფასი 300 ლარით, ხოლო ბაღის მასწავლებლებს 100 ლარით გაეზრდებათ

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ  დღეს, საქართველოს მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განიხილვისას განაცხადა.

“2020 წლის სასწავლო წლისთვის, მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 ლარით. ასევე მინდა გითხრათ, რომ 2020 წლის სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღების მასწავლებლების ხელფასები გაიზრდება საშუალოდ 100 ლარით“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად