2020 წელს შავ ზღვაზე, უკრაინისა და NATO-ს ერთობლივი მასშტაბური სწავლებები განხორციელდება

2020 წელს, შავ ზღვაზე განხორციელდება უკრაინისა და NATO-ს ერთობლივი, მასშტაბური სწავლებები, რომელიც 4 დღეს გასტანს. ამის შესახებ ინფორმაციას UNN და უკრაინის პრემიერმინისტრის მოადგილე ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში დმიტრი კულებუ ავრცელებს.

მისი თქმით, სწავლებების ფარგლებში, რომელის სახელიც „КОР-2020“ იქნება, ჰიბრიდული საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შემუშავდება.

„ყველას გვესმის, რომ ახალი ომი, უკვე დიდწილად, არამხოლოდ სამხედრო, არამედ სწორედ ჰიბრიდული ომია“, – აცხადებს კულები.

ერთობლივი სწავლებების განხორციელების საკითხი, კიევში, 31 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკისა და NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეხვედრაზე განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის, დააჩქაროს ალიანსში გაწევრიანების პროცესი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად