2020 წელს ქუთაისში 800 დევნილი ოჯახისთვის, ხოლო 560 დევნილი ოჯახისთვის წყალტუბოში კორპუსები აშენდება

2020 წელს ქუთაისში 800 დევნილი ოჯახისთვის, ხოლო 560 დევნილი ოჯახისთვის წყალტუბოში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსები აშენდება.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლებმა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და მხარის მუნიციპალიტეტების მერებთან. ასევე, წარადგინეს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იმერეთის ტერიტორიული სამმართველოს ახალი დირექტორი დავით ჭეიშვილი.

მხარეებმა იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ეკომიგრანტთა და დევნილთა განსახლების პრობლემებზე იმსჯელეს. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სააგენტოს მუნიციპალიტეტებში არსებული ყველაზე მწვავე პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, 2020 წლიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროცესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად