2020 წელს პირველად, ევროპელებმა უფრო მეტი ელექტროენერგია მიიღეს განახლებადი წყაროებიდან, ვიდრე წიაღისეული საწვავიდან

Ember და Agora Energiewende-ის წლიური ანგარიშის თანახმად, გასულ წელს პირველად, ევროპელებმა უფრო მეტი ელექტროენერგია მიიღეს განახლებადი წყაროებიდან, ვიდრე წიაღისეული საწვავიდან.

მოხსენებაში, რომელიც 2015 წლიდან თვალყურს ადევნებს ევროკავშირის ენერგეტიკულ სექტორს, დადგინდა, რომ განახლებადი ენერგია აწვდიდა ელექტროენერგიის 38%-ს გასულ წელს, ხოლო წიაღისეული საწვავი – 37%-ს.

ეს ცვლა ხდება, რადგან ევროკავშირში ენერგიის სხვა წყაროები, როგორიცაა ქარი და მზის ენერგია იზრდება. მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2015 წლის შემდეგ ორივე წყარო თითქმის გაორმაგდა და გასული წლის მონაცემებით, ეს იყო ევროკავშირის ელექტროენერგიის გამომუშავების მეხუთედი.

“ქარისა და მზის ენერგიის სწრაფმა ზრდამ გამოიწვია ნახშირის შემცირება, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია”, – თქვა დეივ ჯონსმა, ელექტროენერგიის უფროსმა ანალიტიკოსმა Ember-ში და ანგარიშის წამყვანმა ავტორმა.

გასულ წელს COVID-19-ის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია ელექტროენერგიის მოთხოვნის შემცირება მთელ მსოფლიოში. ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროპის მოთხოვნა 2020 წელს 4%-ით შემცირდა. COVID-19-ის ტენდენციებმა გავლენა არ მოახდინა განახლებადი ენერგიის ზრდაზე.

ბოლო წლებში შეერთებულ შტატებში განახლებადი ენერგიის წყაროებმა ნახშირის მოხმარებას გადააჭარბა. გასული წლის მაისში განახლებადი ენერგიის წყაროებმა უფრო მეტი ენერგია გამოიმუშავა, ვიდრე ნახშირმა, ეს მოხდა პირველად 1885 წლის შემდეგ.

“პანდემიის შემდგომი ეკონომიკური აღდგენა არ უნდა ანელებდეს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ტემპებს”, – თქვა პატრიკ გრაიჩენმა, Agora Energiewende-ს დირექტორმა. “ამიტომ, ჩვენ გვჭირდება კლიმატის მკაცრი პოლიტიკა, როგორიცაა მწვანე გარიგების პოლიტიკა, მდგრადი პროგრესის უზრუნველსაყოფად”, – აცხადებს იგი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად