2020 წელს კანის კინოფესტივალი არ ჩატარდება

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი ორიგინალი ფორმატით წელს არ ჩატარდება COVID-19-ის პანდემიის გამო, ამის შესახებ იტყობინება Variety, რომელიც ფესტივალის ორგანიზატორებს ეყრდნობა.

გამოცემის ცნობით, ორგანიზატორებმა გამორიცხეს წელს ფესტივალის ტრადიციული ფორმატით ჩატარება. ამავე დროს, ისინი აპირებენ, რომ ივნისის დასაწყისში წარმოადგინონ ფილმების სია, რომლებიც უნდა მოხვედრილიყვნენ კინოფესტივალის პროგრამაში. ისინი ნაჩვენები იქნება საშემოდგომო კინოფესტივალებზე ტორონტოში, სან სებასტიანში, ანგულემში, ვენეციაში, ნიუ იორკში, დოვილში, პუსანსა და ლიონში.

ჩამონათვალს დაერქმევა “კანი-2020”. მასში შევა ფილმები, რომელთა დაქირავება დაგეგმილია 2020 წლის ზაფხულიდან 2021 წლის გაზაფხულამდე პერიოდში.

“დღეს ფესტივალის ტრადიციული ფორმით ირგანიზება შეუძლებლად მიგვაჩნია, ამიტომ ვაპირებთ ფილმების დაანონსებას ივნისის დასაწყისში.” – თქვა კანის ფესტივალის დირექტორმა ტიერი ფრეომ Screen Daily-სთან ინტერვიუში.

თუმცა, Variety აღნიშნავს, რომ ვენეციის კინოფესტივალის ჩატარებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილებას მაისის ბოლოს მიიღებენ.

კანის 74-ე კინოფესტივალისთვის ფილმების შერჩევა დაიწყება შემოდგომაზე. მასში შევა ის ფილმები, რომლებიც 73-ე პროგრამაში იყო შესული და 2021 წლამდე გადაიდო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად