2020 წელს გორის მუნიციპალიტეტში 33 სკოლა რეაბილიტირდება

„2020 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის 33 სკოლაში განხორციელდება. თითქმის ყველა სკოლაში დაგეგმილია სველი წერტილების რეაბილიტაცია. სველი წერტილების რეაბილიტაციის პარალელურად გორის #8 და ქვარხვერის საჯარო სკოლებში მოეწყობა სპორტული მოედნებიც. პროექტების ჯამური ღირებულება 1 056 795 ლარია“, – აღნიშნა გორის მერმა.

კონსტანტინე თავზარაშვილმა დღეს ოთარშენის, ახალდაბის, ვარიანისა და გორის #7 საჯარო სკოლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის კიდევ ხუთი სოფლის, არბოს, სვენეთის, ახრისის, ქიწნისისა და დიცის საჯარო სკოლებში მიმდინარეობს.

სამუშაოები მალე დაიწყება პატარა გარეჯვრის, ატენის, კარბის, ბეთლემის, ზეღდულეთის, აძვის, სათემოს, ზემო ნიქოზის, ტირძნისის, არაშენდის, ზემო ხვითის, ბერშუეთის, ბოშურის, მეჯვრისხევის, რეხის, ფლავის, ქვახვრელის, ქვემო სობისის, ყელქცეულის, მეღვრეკისის, ხურვალეთის, ქვემო ხვითისა და გორის #4 და #8 საჯარო სკოლებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად