2020 წელს გორის მუნიციპალიტეტში 14 საბავშვო ბაღი რეაბილიტირდება

პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მერიამ
ტენდერები უკვე გამოაცხადა.
პროექტების ჯამური სატენდერო ღირებულება 631 829 ლარს შეადგენს.
თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება გორის #5, #6, #9, #14 #16,
ტყვიავის, ქიწნისის, ტირძნისის, ზეღდულეთის, ახრისის, ატენის, პატარა
გარეჯვარის, ზეღდულეთისა და კარალეთის #1 საბავშვო ბაღებში.
პროექტის მიხედვით რეაბილიტაცია ჩაუტარდება გორის #5 საბავშვო ბაღის
პირველ სართულზე არსებულ სამზარეულოსა და ჯგუფის ოთახებს, მეორეზე კი
სამრეცხაოს, #6 საბავშვო ბაღში სამრეცხაოს, სანიტარულ კვანძსა და დამხმარე
ოთახებს, #9 საბავშვო ბაღის პირველ სართულს, #16 საბავშვო ბაღში კი
სამზარეულოებსა და ჯგუფის ოთახებს პირველ და მეორე სართულზე. რა შეეხება
#14 საბავშვო ბაღს, იგემება მისი შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაცია.
ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე გორის მუნიციპალიტეტის
სოფლების კარალეთის #1, ტყვიავის, პატარა გარეჯვრის, ზეღდულეთისა და
ტირძნისის საბავშვო ბაღების შენობებს. ქიწნისის საბავშვო ბაღში
რეაბილიტირდება მხოლოდ საპირფარეშო, ახრისში საპირფარეშო და
სამზარეულო, ატენში კი სამზარეულო, სამრეცხაო და საპირფარეშო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად