2020 წელს ეროვნულ გამოცდებს 24 ბრალდებული და მსჯავრდებული აბარებს (ვიდეო)

პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების გაყვანის პროცესი დაიწყო.

პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდაზე წელს 24 ბრალდებული/მსჯავრდებული იღებს მონაწილეობას, რომელთაგან 6 არასრულწლოვანია.
სპეციალური პენიტენციური სამსახური თითოეულ აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს და ბრალდებულების/მსჯავრდებულების ეროვნულ გამოცდებში შეუფერხებლად მონაწილეობას უზრუნველყოფს. – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ვიდეო კადრებთან ერთად ავრცელებს.

შეგახსენებთ, საქართველოში  ერთიანი ეროვნული გამოცდები  გუშინ 09:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და დღეს, 7 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდა.

მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცდებისთვის გაიხსნა 24 საგამოცდო ცენტრი, რომლებიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად იქნება აღჭურვილი.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისათვის 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება, საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, სამაგისტრო გამოცდები 1-ლი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება, მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი კი 22 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდების ჩატარების განრიგი ასეთია:

6-11 ივლისი (პირველი სესია) – ქართული ენა და ლიტერატურა;
6 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა;
12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ისტორია;
13 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ისტორია;
14 ივლისი (პირველი სესია) – მათემატიკა;
15 ივლისი (პირველი სესია) – მათემატიკა;
16 ივლისი (პირველი სესია) – ბიოლოგია;
17 ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა;
17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
17 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა;
18 ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა;
18 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
19 ივლისი (პირველი სესია) – გერმანული ენა;
19 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
20 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ზოგადი უნარები;
21 ივლისი (პირველი სესია) – ზოგადი უნარები;
21 ივლისი (პირველი სესია) – ლიტერატურა;
22 ივლისი (პირველი სესია) – ფიზიკა;
22 ივლისი (პირველი სესია) – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
23 ივლისი (პირველი სესია) – გეოგრაფია;
24 ივლისი (პირველი სესია) – ქიმია;
25 ივლისი (პირველი სესია) – სამოქალაქო განათლება;

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად