2020 წელს დე ფაქტო აფხაზეთს „ენგურჰესის” და „ვარდნილჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 76,72% მიეწოდა

სააქციო საზოგადოება “ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ (ესკო) საქართველოს 2020 წლის ელექტროენერგიის ბალანსს აქვეყნებს.

ესკოს მონაცემების თანახმად, 2020 წელს ენგურის და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურების ჯამურმა გამომუშავებამ 3326,8 მლნ კვტსთ შეადგინა.

გამომუშავებული 3326,8 მლნ კვტსთ-დან დეფაქტო აფხაზეთმა მოიხმარა 2552,4 მლნ კვტსთ ანუ სულ გამომუშავებული ელექტროენერგიის 76,7%
ესკოს მონაცემების ანალიზიდან ჩანს, რომ ენგურის და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურების მიერ 2007-2020 წლებში გამომუშავებული იყო 55972,211 მლნ კვტსთ.

დე ფაქტო აფხაზეთისთვის 2007-2020 წლებში მიწოდებულია 23914,408 მლნ კვტსთ ელექტროენერგია ანუ ენგურის და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 42,72%

2007 – 1255,3 მლნ კვტსთ → 36,8%
2008 – 1272,9 მლნ კვტსთ → 34,49%
2009 – 1358,3 მლნ კვტსთ → 38,78%
2010 – 1377,1 მლნ კვტსთ → 27,36%
2011 – 1613,37 მლნ კვტსთ → 41,95%
2012 – 1533,657 მლნ კვტსთ → 40,8%
2013 – 1605,281 მლნ კვტსთ → 37,57%
2014 – 1638,6 მლნ კვტსთ → 41,32%
2015 – 1797,2 მლნ კვტსთ → 46,01%
2016 – 1926,9 მლნ კვტსთ → 45,76%
2017 – 2001,8 მლნ კვტსთ → 46,94%
2018 – 1921,7 მლნ კვტსთ → 40,39%
2019 – 2059,9 მლნ კვტსთ → 51.14%
2020 – 2552,4 მლნ კვტსთ → 76.72%

დე ფაქტო აფხაზეთის და თელასის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიების შედარებით ანალიზი გვიჩვენებს, რომ 2007-2020 წლებში დე ფაქტო აფხაზეთს მიეწოდა თელასის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შემდეგი %-ული რაოდენობები:

2007 – 66,08%
2008 – 67,09%
2009 – 72,89%
2010 – 70,72%
2011 – 79,65%
2012 – 75,82%
2013 – 77,82%
2014 – 72,77%
2015 – 74,28%
2016 – 69,1%
2017 – 68,21%
2018 – 64,7%
2019 – 70,97%
2020 – 96,89%

2020 წელს საქართველოს მიერ იმპორტირებულია 1610,1 მლნ კვტსთ ელექტროენერგია. რუსეთის წილი იმპორტირებულ ელექტროენერგიაში შეადგენს 570,6 მლნ კვტსთ-ს ანუ 35,4%-ს.

შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო აფხაზეთში წლების მანძილზე უცვლელია ელექტროენერგიის ტარიფი და 1 კვტსთ-ზე შეადგენს 0,4 რუსულ რუბლს (40 კაპიკს). გავრცელებული ინფორმაციით, 0,95 რუბლს იხდიან 1 კვტსთ ელექტოენერგიაში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს და რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის ობიექტები.

სამწუხაროდ, „აიპრესმა” ვერ შეძლო გაერკვია, დაახლოებით რა რაოდენობა ელექტროენერგიას მოიხმარენ ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები და ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობი რჩება რუსეთიდან ჩვენ მიერ იმპორტირებულ და ჩვენ მიერ დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების გავლით საოკუპაციო სამხედრო ძალებისთვის მიწოდებულ ელექტროენერგიებს შორის თანაფარდობა

კომენტარები
იტვირთება...