2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. სავალდებულო გამოცდების რაოდენობა 4 დან 3 გამოცდამდე შემცირდება.

ქართული ენის, ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები ყველა აბიტურიენტისთვის სავალდებულო იქნება.

მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით. კერძოდ, ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების შემთხვევაში, აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში, ისტორიას.

აბიტურიენტებს კვლავინდებურად შეუზღუდავად შეეძლებათ აირჩიონ როგორც ტექნიკური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულების პროგრამები.

ამასთანავე, უმაღლესი სასწავლებლები მეოთხე გამოცდას სურვილისამებრ დააწესებენ. ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო იქნება 4 გამოცდის ჩაბარება:

1. ქართული ენა და ლიტერატურა;
2. უცხოური ენა;
3. ბიოლოგია.

მე-4 გამოცდა: მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს. მეოთხე საგნისთვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30 პროცენტისა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...