202 კოვიდინფიცირებული 24 საათში – საბერძნეთი ანტირეკორდს ამყარებს

საბერძნეთის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახურმა განვლილი 24 საათის კორონასტატისტიკა გამოაქვეყნა

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საბერძნეთში, გავლილ 24 საათში, კოვიდინფიცირება 202 კაცს დაუდგინდა, რაც 26 თებერვლიდან -კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან – დღემდე დღიურად გამოვლენილ მაქსიმალურ რაოდენობაზე (21 აპრილი, 156 ინფიცირება) 46-ით მეტია.
 
სულ, საბერძნეთში 5263 კოვიდინფიცირების შემთხვევაა დადგენილი. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 212-ს შეადგენს.
 
საბერძნეთში, ივლისში ინფიცირებულთა რაოდენობა 3409-დან 4477-მდე, 1068-ით ანუ 31%-ით, ხოლო გარდაცვალებულთა რაოდენობა 192-დან 206-მდე, 14-ით ანუ 7%-ით გაიზარდა.
 
საბერძნეთში, ივლისში დღეში საშუალოდ 34 ინფიცირება და 0,5 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, აგვისტოს განვლილი ცხრა დღის საშუალო კი 87 ინფიცირება და 0,7 გარდაცვალებაა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად