ტურიზმის ეროვნული სააგენტო რეზიდენტობის მიხედვით საერთაშორისო მოგზაურობათა შესახებ 2022 წლის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, 2022 წელს საქართველოს 4 703 945 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 3 021 829-ით ანუ 1,6-ჯერ ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე (7 725 774).

2022 წელს, ისევე როგორც 2019 წელს, საქართველოს ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი რუსეთიდან ჰყავდა.

2022 წელს რუსეთიდან საქართველოს 1 087 285 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (1 471 558) 384 273-ით ანუ 26,1%-ით ნაკლებია.

2022 წელს 2019 წელთან შედარებით საერთაშორისო ვიზიტორების აბსოლუტური რაოდენობა ყველაზე მეტად (1 373 650-ით ანუ 90%-ით) შემცირდა აზერბაიჯანიდან. ვიზიტორების რაოდენობა განსაკუთრებით შემცირებულია აგრეთვე:

სომხეთიდან - 622 455-ით (45.6%)
რუსეთიდან - 384 301-ით  (26.1%)
თურქეთიდან - 230 952-ით  (20.0%)
პოლონეთიდან - 46 383-ით (52.5%)
ჩინეთიდან - 40 691-ით  (84.6%)
გერმანიიდან - 40 503-ით  (45.5%)
ირანიდან - 39 120-ით  (27.5%)
უკრაინიდან - 38 752-ით  (18.7%)
გაერთიანებული სამეფოდან - 16 071-ით  (42.9%)

2022 წელს 2019 წელთან შედარებით ვიზიტორების აბსოლუტური რიცხოვნობა გაიზარდა (1 200 და მეტი კაცით) შემდეგი ქვეყნებიდან:

ბელარუსიდან – 63 872-ით
საუდის არაბეთიდან – 44 766-ით
უზბეკეთიდან – 31 168-ით
ყაზახეთიდან – 16 883-ით
ტაილანდიდან – 6 956-ით
იორდანიიდან – 6 297-ით
ისრაელიდან – 5 127-ით
სირიიდან – 4 636-ით
არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან – 2 663-ით
იემენიდან – 2 310-ით
მოლდოვადან 1 537-ით
სუდანიდან – 1 476-ით
პაკისტანიდან - 1 466-ით
პალესტინიდან – 1 343-ით